ხოლარღო: დანაშაული აღიარა 14 წლის ბიჭმა TikTok-ზე – არასრულწლოვანი ყვება თუ როგორ დაჭრეს თანატოლი
ხოლარღო: დანაშაული აღიარა 14 წლის ბიჭმა TikTok-ზე – არასრულწლოვანი ყვება თუ როგორ დაჭრეს თანატოლი
ხოლარღოში, 14 წლის ბიჭზე თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სოც.პლატფორმა TikTok-ზე.
არასრულწლოვანმა პლატფორმაზე 3 წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებს: “სამჯერ დავარტყით დანა, ორჯერ მე, ერთხელ ჩემმა მეგობარმა. მეტი არაფერი.” არასრულწლოვანი იმავე ვიდეოში აჟღერებს ფრაზას: “დიახ, ნასამართლები ვარ. მაგრამ არასდროს გავკარებივარ ადამიანს, რომელსაც ჩემთვის არაფერი დაუშავებია. ამ შემთხვევაშიც თავად შემოგვიტია დანით და მხოლოდ შემდეგ ამოვიღე მეც დანა, რომ თავი დამეცვა.”
შეგახსენებთ, რომ 14 წლის ბიჭის გადაყვანა საავადმყოფოში გახდა საჭირო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Facebook Comments Box
