Latest news
გულიც რომ ეთხოვათ მივცემდი - აცხადებს დედა, რომელმაც შვილს ღვიძლი გადაუნერგა ბავშვებს სხეულზე აღმოაჩნდათ სიგარეტისგან მიყენებული დამწვრობები და მარკერით ნაჯღაბნები კრეტა: ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრიტანელი ტურისტი კუნძულზე ჩაფრენისთანავე დაესხა თავს მეუღლეს 17 წლის ბიჭმა 50 წლის კაცი უმოწყალოდ სცემა - დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს ხვალიდან ატმოსფეროში აფრიკული მტვერი ბრუნდება 20 მაისს პროკურორის წინაშე წარსდგება 32 წლის ქალი, რომელიც შვილების სხეულებზე აღმოჩენილი სიგარეტის დ... კვირა ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატებით დაიწყო ლარისა: საავადმყოფოში შესამოწმებლად მისულ 5 და 6 წლის ბავშვებს სხეულის არეში დამწვრობები აღმოაჩნდათ ... კაცი მიტოვებულ სარდაფში ჩამომხრჩვალი იპოვეს - გამოძიება ვარაუდობს რომ ცხედარი სარდაფში 6 დღის განმავ... ავტომანქანა 40 წლის კურიერს შეეჯახა და ადგილიდან მიიმალა
ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
მსოფლიო

ხუთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერძნული ადგილი თურქეთში

თურქეთში ძველი ბერძნული და ბიზანტიური არქეოლოგიური თუ ისტორიული ადგილების უთვალავი რაოდენობაა, რომელთაგან ბევრი ყოველწლიურად ასობით ათას და შესაძლოა მილიონობით ვიზიტორსაც იზიდავს.

ბევრი მათგანი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც არ უნდა გამოტოვოს არცერთმა მოგზაურმა თურქეთში და განსაკუთრებით ბერძენმა მოგზაურებმა, რადგან ისინი უტყუარი მტკიცებულებაა მათი ხალხის ხანგრძლივი, მდიდარი ისტორიისა და დასავლურ ცივილიზაციაში შეტანილი წვლილისა.

აია სოფია: ყველაზე წმინდა ადგილი ბერძნულ მართლმადიდებლობაში

ტაძრის ამჟამინდელი სტრუქტურა აშენდა ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის მიერ როგორც კონსტანტინოპოლის ქრისტიანული ტაძარი ბიზაანტიის იმპერიისთვის 532- 537 წლებში.

ტაძრის დასრულებას მხოლოდ ხუთი წელი დასჭირდა და  შენობის ბრწყინვალე არქიტექტურამ გაუძლო დროსა და ბუნებას. დღეს ის სტამბოლის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა.

1453 წელს ოსმალეთის იმპერიის ხელში კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ აია სოფია მეჩეთად გადაკეთდა და 1616 წელს სულთან აჰმედის მეჩეთის აშენებამდე სტამბოლის მთავარ მეჩეთს წარმოადგენდა.

კომპლექსი მეჩეთად დარჩა 1931 წლამდე, შემდეგ კი ის დახურული იყო საზოგადოებისთვის ოთხი წლის განმავლობაში. ტაძარი ხელახლა გაიხსნა 1935 წელს, როგორც თურქეთის რესპუბლიკის მფლობელობაში მყოფი მუზეუმი და შენობა წარმოადგენდა ყველაზე პოპულარულ ტურისტულ სანახაობას 2019 წლამდე, ხოლო კოლოსალურ შენობას 1985 წელს მიენიჭა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი.

ძეგლი დარჩა ფასდაუდებელი ისტორიის საცავად ბოლო 1500 წლის განმავლობაში, სანამ ის კვლავ არ გადაკეთდა მეჩეთად 2020 წელს, მიუხედავად მისი სტატუსისა.

უძველესი მითიური ქალაქი ტროა

ჰომეროსის ეპოსის „ილიადას“ დროიდან მოყოლებული, ტროა იყო ლეგენდა და მხატვრული შთაგონების წყარო ათასწლეულების განმავლობაში. დიდი ხნის მანძილზე მიაჩნდათ, რომ ეს მხოლოდ მითიური ადგილი იყო, სინამდვილეში დადასტურდა, რომ ტროა იყო ნამდვილი ქალაქი, რომელიც მდებარეობს თანამედროვე ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, ჰისარლიკის ბორცვზე.

1870 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა ამ ადგილას არქეოლოგიური გათხრები წამოიწყო. გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა ერთი მეორის შემდეგ აშენებული რამდენიმე ქალაქი და ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ქალაქი ჰომეროსის ტროად იქნა მიჩნეული. 4000 წელზე მეტი ისტორიით, როგორც ფასდაუდებელი კულტურული კავშირის წერტილი აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს შორის, ტროა 1998 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად დასახელდა.

ეფესო: ძველი ბერძნული, რომაული ადრეულ ქრისტიანული ადგილი თურქეთში

დასავლეთ თურქეთის იზმირის პროვინციაში, თანამედროვე ქალაქ სელჩუკთან ახლოს მდებარეობს საპორტო ქალაქი ეფესო, ბერძნული, რომაული და ადრეული ქრისტიანული კულტურის საოცრად კარგად შემონახული მაგალითი, რომელიც დასახლებული იყო ძვ.წ. X საუკუნიდან.

მისი არტემიდას ტაძარი, რომელიც მიეკუთვნება კლასიკურ ბერძნულ ეპოქას, არის ძველი სამყაროს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. აქვე მდებარეობს ცელსუსის ბიბლიოთეკა, ძველი რომაული ნაგებობა, შექმნილი სენატორ ცელსუსის მავზოლეუმად, რომელიც დაკრძალულია მის ქვემოთ საძვალეში.

ცელსუსის ბიბლიოთეკა ითვლება არქიტექტურულ საოცრებად და არის ძველი სამყაროს დიდი ბიბლიოთეკების ერთ-ერთი დარჩენილი ნიმუში. ეს იყო სიდიდით მესამე ბიბლიოთეკა ბერძნულ- რომაულ სამყაროში ალექსანდრიისა და პერგამონის ბიბლიოთეკების შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ 12000 გრაგნილს ინახავდა.

ეფესოში მდებარეობს ასევე თურქეთის ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული ღირსშესანიშნაობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახლი. ამ ადგილს ქრისტიანები უდიდეს პატივს მიაგებენ, რადგან ლეგენდის თანახმად ღვთისმშობელმა აქ გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები. იოანემ ღვთისმშობელი დევნისგან დასაცავად ამ საპორტო ქალაქში მიიყვანა.

დღეს განახლებული შენობა იზიდავს არა მხოლოდ ქრისტიანებს არამედ ყველა აღმსარებლობის ტურისტს. სახლის უკან ეკლესიასთან არის სურვილების კედელი. აქ სტუმრები ღვთისმშობელს დახმარებას სთხოვენ.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის განსაცვიფრებელი ფრესკები

წმინდა ნიკოლოზი იყო მირას (თანამედროვე ქალაქი დემრე თურქეთის სამხრეთ-დასავლეთში) გავლენიანი ეპისკოპოსი, რომლის მოღვაწეობაც თანამედროვე სანტა კლაუსის შესახებ ლეგენდას დაედო საფუძვლად. მისი გარდაცვალების შემდეგ, მის სახელზე აშენებული ახალი ეკლესია მირაში გახდა მისი განსასვენებელი – სანამ მისი ძვლები წმინდა ნაწილების სახით არ მიმოფანტეს მთელ მსოფლიოში. ეკლესია ფართოდ განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზანტიური ნაგებობა ანატოლიაში.

მირას ეკლესია მოგვიანებით დაიტბორა და დაიმარხა კიდეც სილის ქვეშ, რომელიც შემდეგ აღმოაჩინა და ნაწილობრივ აღადგინა რუსეთის მეფე ნიკოლოზ I-მა 1862 წელს. ის 1988 წლიდან მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების ადგილია.

პისიდიის ანტიოქია, ელინისტური ხანის დასახლება

ქალაქი ანტიოქია დაარსდა ელინისტურ პერიოდში ანტიოქე I სოტერის მიერ სელევკიდების დინასტიიდან-ან შესაძლოა უფრო ადრეც, მისი მამის, სელევკოსის მიერ. სახელს „ანტიოქია“ ხშირად იყენებდა ანტიოქე I ახალი დასახლებების დაარსებისა და უკვე არსებული ქალაქების გადარქმევისას. მან დააარსა თექვსმეტი ახალი ანტიოქია მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.

ტერმინი „პისიდია“ ხშირად ემატება მის სახელს, რათა განასხვავოს ეს ქალაქი სხვა ანტიოქიებისგან. თუმცა, ეს ვერსიაც სადავოა, რადგან ანტიოქია მდებარეობს ძველ ფრიგიასა და პისიდიას შორის საზღვარზე. მის მდებარეობას უკეთ ასახავს ლათინური სახელწოდება – “Antioch ad Pisidiam” რაც ნიშნავს ანტიოქიას, მდებარეს პისიდიის მიმართულებით.

პავლე მოციქული ეწვია ანტიოქიას თავისი პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს და იქ სინაგოგაში იქადაგა. მისმა ქადაგებამ აჟიოტაჟი გამოიწვია, რაც მისი ქალაქგარეთ გაძევებით დასრულდა. თუმცა პავლე მოციქული იქ კიდევ რამდენჯერმე დაბრუნდა, რათა ექადაგა მის მოსახლეობისთვის. მისი გამოცდილება ანტიოქიაში ბიბლიაში, ტიმოთეს წიგნშია აღწერილი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *