Latest news
სიმონი ხრისტოდულუ და ანდრეას ღეორღიუ პარიზში მოგზაურობენ სასწაულის მომსწრე გავხდი - აცხადებს 48 წლის კაცი, რომელსაც ბავშვის შვილად აყვანის შესაძლებლობა მისცე... ტურიზმი ყველასთვის 2025 პროგრამას ახალი ბენეფიციარები შეემატებიან დღეს და ხვალ ათენის ეროვნული ბაღი დაიკეტება მიტილინი: 44 წლის კაცი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სასიკვდილოდ დაშავდა პატივს ვცემთ გმირულ აჯანყებას - კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გვირ... საბერძნეთი: როდიდან შემოაბიჯებს ზამთრის სუსხი ატმოსფეროში რომელი მეტროსადგურები დაიკეტება 17 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტრო სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს იანნის ლალას მკვლელობაში ბრალდებული 4 პირი დააკავეს
ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025
საბერძნეთიჯანმრთელობა

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პლატფორმა: რას გვპირდებიან და რა ხდება სინამდვილეში

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პლატფორმა: რას გვპირდებიან და რა ხდება სინამდვილეში

2025 წლის 1 ოქტომბრიდან საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო საავადმყოფოებში ექიმებთან გამოკვლევების ჩასატარებლად ვიზიტების ჩანიშვნის პროცედურა არამხოლოდ გაამარტივა, არამედ ყოველდღიურად უფრო მეტ პაციენტს მიეცა შესაძლებლობა ვიზიტის ჩანიშვნის.

შესაბამისად თუ ძველი სისტემით ექიმს შეეძლო მხოლოდ 10-15 პაცინეტის მიღება დღის განმავლობაში, ახალი პლატფორმის დახმარებით პაციენტების რაოდენობა უნდა გაორმაგებულიყო და გაორმაგდა კიდეც.

თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს დაავიწყდა საბერძნეთში ყველაზე მნიშვნელოვანი, არასაკმარისი სამედიცინო პერსონალის პრობლემის არსებობის შესახებ. რის გამოც ჩანიშნული ვიზიტების, ე.წ “რანდევუ”-ების უმეტესობა უქმდება და ამას პაციენტები საავადმყოფოში მისვლის დროს იგებენ, რადგან პლატფორმა იმდენად გაუმართავია, რომ შეტყობინებაც კი არ იგზავნება ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ადგილზე მისულებს პრობლემის გადასაჭრელად უშვებენ მიმღებში, სადაც იმავე პლატფორმიდან უნიშნავენ პაციენტს ახალ ვიზიტს და თან იმის გარანტიასაც ვერ იძლევიან, რომ დანიშნულ დროსა და საათზე ექიმი აუცილებლად შეძლებს მის მიღებას.

საავადმყოფო ევანგელიზმოს დანაყოფ პოლიკლინიკაში, რომელიც ომონიაზე, პირეოსის 3 ნომერში მდებარეობს და სახელგანთქმულია თავისი საქმის კარგად მცოდნე, პროფესიონალი ექიმებით, მდივანმა qartvelebi.gr-ს შეკითხვაზე, თუ როდის დაიწყებს პლატფორმა გამართულად მუშაობას, უპასუხა, რომ პლატფორმის გამართვას მინიმუმ 3 თვე მაინც დასჭირდება.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ რაც არ უნდა ინოვაციური სიახლეები შემოგვთავაზოს თუ 2 მთავარი პრობლემა: არასაკმარისი სამედიცინო პერსონალი და დრამატულად დაბალი ხელფასები არ აღმოფხვრა, ვერანაირი ინოვაციური სისტემა ქვეყანაში სწორად ვერ იმუშავებს.

უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ პოლიტიკოსები ლაპარაკობენ უფრო მეტს, ვიდრე საქმეს აკეთებენ. მაგრამ იქნებ უკვე დროა, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, სახელმწიფოდან ბიუჯეტი უფრო სწორი მიმართულებით გაიხარჯოს და არა ახალი ვებ.საიტების შექმნაში?!

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *