Latest news
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
საბერძნეთიUncategorized

ჯარისკაცმა რაზმიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ჯარისკაცმა რაზმიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ჯარისკაცმა მანოს პაპაღეორღიუმ საჩივარი შეიტანა მისი სპეც.დანიშნულების რაზმიდან გათავისუფლებისა და პარალელურად 25 დღით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებასთან დაკავშირებით, რომელიც მას 16 დეკემბერს სინდაგმას მოედანზე პროფკავშირების აქციაზე სიტყვის გამოსვლის გამო შეეფარდა.

“მე მაქვს სრული უფლება, ვეწინააღმდეგებოდე მთავრობის მიერ მომავალი წლისთვის გათვლილი ბიუჯეტის გეგმას ომისა და სიღარიბის აღმოფხვრასთან დაკავშირებით, ნატოს სამხედრო აღჭურვილობის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომლის შეძენასაც ჩვენი ჯიბიდან ვიხდით მაშინ, როცა ხალხის ყველა სხვა საჭიროებისკენ მიმართული ხარჯები დრამატულად მცირდება.“ – აცხადებს ჯარისკაცი.

საბერძნეთი კონსტიტუცია, ისევე როგორც დისციპლინური რეგულაციები, რომლებიც გატარებულია პრეზიდენტის ბრძანებულებების მიხედვით, პირდაპირ კრძალავს პარტიულ და პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობისს მიღებას ჯარში მომსახურე ნებისმიერი პირისთვის იქნება ეს წვევამდელი, თუ მუდმივი ჯარისკაცი.

კანონის მიხედვით აღნიშნულ შემთხვევაში დაფიქსირდა დისციპლინური გადაცდომა, რაც კანონით 25 დღით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *