ჯეიმი ოლივერი ათენში რესტორანს ხსნის
ჯეიმი ოლივერი ათენში რესტორანს ხსნის
ჯეიმი ოლივერი მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მზარეულია.
ტელეგადაცემებმა მისი მონაწილეობით, მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო იმ გულწრფელობისა და ოსტატობის წყალობით, რომლითაც ის საკვების მომზადებას უდგება. მას ერთი შეხედვით მარტივი პროდუქტებისგან საოცარი კერძების მომზადება შეუძლია.
ბრიტანული სამზარეულოს საოცარმა შეფმა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა და საბერძნეთში ბიზნესის გაფართოებას გეგმავს.
პირველი Jamie Oliver Kitchen-ი ათენში გაიხსენბა, კერძოდ მარუსში, Golden Hall-ის მეორე სართულზე.
შეგახსენებთ, რომ შეფ-მზარეული ჯანსაღი კვების აქტიურ პროპაგანდას ეწევა, რის გამოც 2003 წელს ბრიტანული იმპერიის ორდენით დააჯილდოვეს.
Facebook Comments Box
