პიროტექნიკა და მასთან დაკავშირებული საფრთხე
პიროტექნიკა და მასთან დაკავშირებული საფრთხე
ფეიერვერკი აღდგომისა და სხვა დღესასწაულების ერთ-ერთ მთავარ ნაწილად იქცა.
არაჩვეულებრივი სანახაობის შემქმნელი ეს სადღესასწაულო ატრიბუტი გარემოსა და ადამიანებისთვის არცთუ ისე უსაფრთხოა.
ფეიერვერკები ძირითადად ლამაზი და სანახაობრივია,თუმცა მის უარყოფით გავლენას იშვიათად ვაცნობიერებთ. გარდა იმისა,რომ აღდგომის ღამე ჩვენთვის და ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისათვის სრული შიშისა და ტერორის დროა, ფეიერვერკების აფეთქება საკმაოდ საზიანოა ადამიანებისათვის და მთლიანად გარემოსათვის. მას შეუძლია ზიანის მიყენება კიდურების, თუ სხეულის სხვა ნაწილების დაზიანება ბავშვებში და აასეევე დიდებში. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გაზაფხულის პერიოდში, როცა ვირუსების შედეგად ისედაც ხანგრძლივი რიგებია საავადმყოფოებში ფეიერვერკებით გამოწვეული ზიანი უფრო მეტად არის სავარაუდო, რომ ფატალურად დასრულდება.
