საბერძნეთი: როდიდან შემოაბიჯებს ზამთრის სუსხი ატმოსფეროში
საბერძნეთი: როდიდან შემოაბიჯებს ზამთრის სუსხი ატმოსფეროში
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საგაზაფხულო ამინდებისდა მიუხედავად, რომელიც სეზონისთვის შეუფერებლად მაღალი ტემპერატურით და ტენიანობით გამოირჩევა, ამინდი ეტაპობრივად გაუარესდება. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ზამთრის პირველი სუსხი ნოემბრის ბოლოდან შემოაბიჯებს.
ტემპერატურა ოთხშაბათიდან ეტაპობრივად კლებას დაიწყებს და 23 ნოემბრიდან ატმოსფეროში ცენტრალური და ჩრდილოეთ ევროპიდან ცივი ჰაერის მასები დაიწყებ შემოდინებას. აღნიშნული ფენომენი კი ტემპერატურის მყისიერ ვარდნისა და ამინდის საგრძნობი გაუარესების მიზეზი გახდება.
საკის არნაუტოღლუ აცხადებს, რომ ამჟამად საბერძნეთი გარდამავალ პერიოდს გადის, რომლის დროსაც ზომიერ ტემპერატურას თან ახლავს მომატებული ღრუბლიანობა და ადგილობრივი წვიმები. ტემპერატურის ცვლილება 23 ნოემბრის შემდეგ გახდება საგრძნობი, როცა ცივი ჰაერის მასები ხმელთაშუაზღვისკენ დაიძვრებიან.
