Latest news
ტაბლეტი თუ ლეპტოპი - როგორ ავირჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი გაჯეტი ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული მოაშორეთ თქვენი ბინძური ხელები დიპლომებს და ახალგაზრდებს - რას აპროტესტებენ სტუდენტები საბერძნეთში მოძრავი ავტომანქანების ნახევარს გადაადგილება აეკრძალება 6 აპრილიდან სასწავლო დაწესებულებებში 2 კვირიანი სააღდგომო არდადეგები იწყება სასამართლომ ტემბის რკინიგზის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ნათესავებს 420 000 ევროს ოდენობის კომპენსაც... კვირას, 4 აპრილს მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მომხმარებლებს ლაკონია: ვრცელდება 30 წლის გოგონას ტრაგიკული ისტორიის ამსახველი კადრები ბოლო 5 წლის განმავლობაში საბერძნეთი 5400-მა ექიმმა დატოვა მესოლონგის გასვლა - 4 და 5 აპრილს ისტორიული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
კვირა, აპრილი 5, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სასამართლომ ტემბის რკინიგზის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ნათესავებს 420 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის მოთხოვნა დაუკმაყოფილა

სასამართლომ ტემბის რკინიგზის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ნათესავებს 420 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის მოთხოვნა დაუკმაყოფილა

ათენის პირველი ინსტანციის ადმინისტრაციულმა სასამართლომ გამოაცხადა 25-ე სამწევრიანი დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2023 წლის 28 თებერვალს ტემბში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპული მსხვერპლების ნათესავებს განცდილი ფსიქიკური ტკივილისთვის 420 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის მოთხოვნა დაუდასტურდა, აღნიშნულ თანხასთან ერთად დაითვლება პროცენტებიც, რომლებიც ამ წლების განმავლობაში დაემატა კომპენსაციას.

ადმინისტრაციულმა სასამართლომ საბერძნეთის სახელმწიფოს დააკისრა სამოქალაქო პასუხისმგებლობა რკინიგზის სადგურზე ზედამხედველობის არასათანადო გაწევისთვის და სწორედ ამიტომ დააკისრა სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა პროცენტებით იმ დღიდან, როცა სასამართლოში სარჩელი შევიდა.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტრომ არ გამოიყენა მისი ზედამხედველობის უფლებამოსილება რკინიგზის უსაფრთხოების დაცვის საკითხებში და სწორედ ასე შეიტანა წვლილი სარკინიგზო ავარიაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *