Latest news
Taste Atlas-მა მსოფლიოში საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნების სია გამოაქვეყნა საბერძნეთში ჯარიმების წვიმა წამოვიდა სატრანსპორტო სამინისტროს მინისტრი ტროლეიბუსების გაუქმების მიზეზებს ასახელებს სახელმწიფო ორგანოებმა მოახდინეს ფარსალასთან ახლოს მდებარე დასახლების ევაკუაცია მდინარე ენიპეას ადიდე... EYDAP-ის ცნობით, ძლიერი წვიმების  შედეგად წყლის მარაგი დაახლოებით 15 მილიონი კუბური მეტრით გაიზარდა კერძო უნივერსიტეტების აკრედიტაციის პროცესი გრძელდება 6 დეკემბერი ალექსი ღრიღოროპულოსის მკვლელობის დღეა ათენში ტრამვაი საახალწლოდ მორთეს რომელი მეტროსადგურები დაიკეტება შაბათს, 6 დეკემბერს მდინარე პინიოსი კალაპოტიდან გადმოვიდა
კვირა, დეკემბერი 7, 2025
დღესასწაულებისაბერძნეთი

ქრისტეშობის დღესასწაული

ქრისტეშობის დღესასწაული

წლამდე საქრისტიანოს აღმოსავლეთ ნაწილში შობა იდღესასწაულებოდა 6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად, სწორედ ისე, როგორც ის დარჩა შეერთებული სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში. იოანე ოქროპირის ინიციატივით და მეცადინეობით, შობის დღესასწაული გამოიყო და გადაიტანეს დეკემბრის 25-ზე. იმ დროინდელ სწავლულთა (გრიგოლ ნოსელისა, აგვისტინე იპპონელისა და სხვ.) გამოკვლევით, ქრისტეს შობა მოხდა ზამთრის მზის მოქცევის დღეს — 25 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როდესაც მზე და დედამიწა იწყებენ ერთმანეთთან დაახლოებას. 1923 წელს საქართველოს ეკლესიამ, ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) მამამთავრობისას, პირველად სცადა ახალი კალენდრის შემოღება, რის შედეგადაც ახალი სტილის კალენდარი 1923-1925 წლების განმავლობაში მოქმედებდა ჩვენს ეკლესიაში, თუმცა მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. 1927 წლის 24 ივნისის კათოლიკოს-პატრიარქთა წმინდა ამბროსის (ხელაია) მამამთავრობისას საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განაჩინა შობის დღის ახალი სტილით, 25 დეკემბრის აღნიშვნის შესახებ. საეკლესიო კრების გადაწყვეტილება მხოლოდ შეჩერებულია. 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა განაჩინა ახალი სტილის დროებით შეჩერებაზე. განჩინება მღვდელმთავრებს ავალებდა, მომავალში მაინც გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის სასარგებლოდ.

მსოფლიოში არსებული 17 ავტოკეფალური (კერძოდ, 14 საყოველთაოდ აღიარებული და 3 ნაწილობრივ აღიარებული: ამერიკის, უკრაინის, ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიები) ეკლესიიდან 11 ავტოკეფალური ეკლესია იყენებს შესწორებულ იულიუსის კალენდარს და ქრისტეშობას აღნიშნავს 25 დეკემბერს, ხოლო მსოფლიოში არსებული 6 ავტოკეფალური ეკლესია იყენებს იულიუსის კალენდარს და ქრისტეშობას აღნიშნავს 7 იანვარს (ძვ. სტილით 25 დეკემბერს).

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *