Latest news
ვუტეს: თუ მიწის გახსნის ფენომენის სიჩქარე მოიმატებს საჭირო გახდება მოსახლეობის ევაკუაცია სალონიკი: პროკურორის წინაშე წარდგება 17 წლის ბიჭი, რომელიც ავტობუსის მძღოლს თავს დაესხა ან კანონმდებლობა შეიცვლება, ან მოგვიწევს საფლავები ვითვალოთ  პოლიციაში ათობით საჩივარია შესული ქალზე, რომელიც მძღოლებს თანხას სძალავს, იმ მიზეზით რომ ბენზინი გაუ... ირაკლიო: დღეს 3 წლის ანგელოს ბიოლოგიურ მამას გამომძიებელი დაკითხავს განრისხებულმა ახალგაზრდამ ავტობუსის მძღოლს სახეში მუშტი ჩაარტყა - ჩხუბის მიზეზი ავტობუსის დაბალი სიჩ... ორეოკასტრო: 2 წლის ბავშვს რკინის ჭიშკარი დაეცა საბერძნეთი: ტემპერატრის მკვეთრი ვარდნა და ძლიერი ქარები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი მძიმედ დაშავდა რეთიმნო: კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ძაღლი დაიწვა
სამშაბათი, აპრილი 29, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 26 წლის ბიჭს, რომელმაც 14 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა

10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 26 წლის ბიჭს, რომელმაც 14 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა

2023 წლის 6 ოქტომბერს როდესაც 14 წლის გოგონა სახლში ბრუნდებოდა 26 წლის ბიჭმა ლარისადან მისი გაუპატიურება სცადა. გოგონამ ყვირილი დაიწყო და წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რის შედეგადაც მიწაზე დაეცა. მოძალადემ გოგონას პირზე ხელი ააფარა, ტელეფონი წაართვა და შორს მოისროლა, რომ გოგონას დახმარებისთვის ვინმესთვის არ დაერეკა. მოძალადე გოგონას ურტყამდა და სთხოვდა რომ შარვალი გაეხადა, რათა შეძლებოდა მასთან სექსუალური კავშირის დამყარება, თუმცა გოგონამ სიმშვიდე შეინარჩუნა და როგორც შეეძლო გაუწია წინააღმდეგობა. სწორედ ამ დროს იმავე ტერიტორიაზე მანქანით მიმავალმა წყვილმა შენიშნა, თუ როგორ ცდილობდა გოგონა გზაზე გამოღწევას და სწორედ მათ შეძლეს გოგონას გადარჩენა.

მოძალადე გუშინდელ დღემდე დროებითი დაკავების საკანში იმყოფებოდა, ხოლო გუშინ კი სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ბრალდებული მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში ტიროდა და აცხადებდა: “არ ვიცი რა მოხდა, ან რა დამემართა.. ნასვამი ვიყავი..”

ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ბიჭის რთული ოჯახური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომელიც მამამ მიატოვა და რის შედეგადაც იძულებული გახდა ადრეულ ასაკში დაეწყო მუშაობა, რათა დედაზე და მის პატარა დაზე ეზრუნა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *