11 წლის გოგონას მკვლელმა ხმის ამოუღებლად შეაბიჯა გრევენონის ციხეში
11 წლის გოგონას მკვლელმა ხმის ამოუღებლად შეაბიჯა გრევენონის ციხეში
11 წლის გოგონას მკვლელი ილიადან, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული, ისე შევიდა გრევენონის ციხეში, რომ პოლიციელებისთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.
37 წლის ბოროტმოქმედი ამ დრომდე ილიას პოლიციის განყოფილების პირველადი დაკავების საკანში იმყოფებოდა, კვირას დილით კი სამართალდამცავმა ორგანოებმა დამნაშავე ჯერ პატრაში გადაიყვანეს, ხოლო პატრადან კი ღრევენონის ციხეში.
ღრევენონის ციხე არის სპეციალური ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულება სადაც სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩამდენ ბოროტმოქმედებს უწევთ მისჯილი წლების მოხდა.
დამნაშავეს ჩაუტარდა სხვადასხვა ტიპის ანალიზები, რათა დადგენილიყო მოიხმარდა თუ არა ნარკოტიკულ ნივთიერებებს. შემოწმებას გაივლის ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთანაც, რათა დადგინდეს არსებობს თუ არა თვითდაზიანების საშიშროება.