Latest news
დღეს ΟΑΚΑ-ს სცენაზე ლეგენდარული ჯგუფი Metallica იმღერებს მეტრო და ავტობუსები დღეს განსხვავებული განრიგით გადაადგილდებიან 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა ავიაკომპანია Ryanair-ი საბერძნეთის სახელმწიფოსგან საგადასახადო დავალიანების გაყინვას ითხოვს დღეს და ხვალ ათენში საერთაშორისო ველორბოლა გაიმართება ლეფკადა: რომ გვცოდნოდა, რომ დრონზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ხელს არ მოვკიდებდით -... ოლიმპია კირიკუს გაუჩინარებიდან 30 წელი გავიდა Ryanair-ის კომერციული დირექტორი განცხადებას აქვეყნებს 9 მაისს დაგეგმილი Metallica-ს კონცერტზე დასასწრებად მსენელთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრ... რომელი გზები გადაიკეტება 9 და 10 მაისს საბერძნეთში საერთაშორისო ველორბოლის ფარგლებში
კვირა, მაისი 10, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

12 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 66 ხანძარი დაფიქსირდა

12 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 66 ხანძარი დაფიქსირდა

პარასკევს საღამოს 18:00 საათიდან შაბათს გამთენიის 06:00 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით 66 ხანძარი დაფიქსირდა, რომელთაგანაც 52 უკვე ჩააქრეს, ხოლო 14 ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. 

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ადგილობრივი საგამოძიებო უწყებები და ხანძრის დანაშაულთან ბრძოლის (Δ.Α.Ε.Ε.) განყოფილებები იძიებენ.

დღის განმავლობაში იწვოდა კუნძული ანდრო, ევია და ევროსი. რთული დღე იყო ატიკას რეგიონშიც, სადაც მარკოპულოში ხანძრის ჩასაქრობად 4 საჰაერო წყლის გადამზიდი, 2 ვერტმფრენი და სახანძრო სამსახური მუშაობდა, ხოლო კალივიაში კი 2 საჰაერო წყლის გადამზიდი და 1 ვერტმფრენი. საბედნიეროდ ორივე ტერიტორიაზე ცეცხლის ჩაქრობა 45 წუთიდან 1 საათამდე პერიოდში მოხერხდა.

კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნოს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, დღეს, კვირას, 2024 წლის 23 ივნისს, ხანძრის ძალიან მაღალი რისკიარსებობს შემდეგ რეგიონებში:

  • ატიკა
  • ცენტრალური საბერძნეთის (ევია)
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *