13 წლის გოგონაზე მამობილმა სექსუალურად იძალადა
13 წლის გოგონაზე მამობილმა სექსუალურად იძალადა
არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის საქმეს იძიებს როდოსის პოლიცია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოლიციაში საჩივარი გოგონას დედამ შეიტანა და განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ, რომელიც საკმაოდ ცნობილი სპორტსმენია კუნძულზე, რამდენჯერმე იძალადა მის ქალიშვილზე სექსუალურად.
განყოფილებაში შესვლისთანავე პოლიციამ დაიწყო გამოძიება. 13 წლის გოგონა დაიკითხა ფსიქოლოგის თანდასწრებით. არასრულწლოვანმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ მასზე ბრალდებული 10 წლიდან ძალადობს. გოგონამ ჩვენებაში ასევე განაცხადა, რომ ბრალდებული მას აფრთხილებდა, რომ მომხდარი მათ შორის უნდა დარჩენილიყო.
3 წლის შემდეგ გოგონამ თავად უთხრა დედას მისი მეუღლის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ.
არასრულწლოვანს პროკურორის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე ჩაუტარდება ექსპერტიზაც, რათა დადგინდეს აღენიშნება თუ არა მას ძალადობის კვალი სხეულზე.