13 წლის გოგონა დანაშაულის გრძნობამ გატეხა – შეყვარებულს მისთვის დანაც კი ჰქონდა მიცემული დედის მოსაკლავად
13 წლის გოგონა დანაშაულის გრძნობამ გატეხა – შეყვარებულს მისთვის დანაც კი ჰქონდა მიცემული დედის მოსაკლავად
საოჯახო თრილერი შეიძლება ვუწოდოთ კუნძულ სიმისზე დატრიალებულ ამბავს, სადაც 13 წლის გოგონას და მის 15 წლის შეყვარებულს ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი.
როგორც უკვე ცნობილია, 15 წლის ბიჭი გოგონას აიძულებდა დედამისი მოეწამლა, რადგან ის მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო.
ამ დრომდე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად შეყვარებულმა გოგონას თაგვის წამალი მისცა დედის მოსაწამლად, თუმცა დღეს დილით საქმის ახალი მასალები გამოაშკარავდა.
როგორც ჩანს იმ შემთხვევისთვის, თუ გოგონა ვერ შეძლებდა დედის მოწამვლას, ბიჭს ბე გეგმაც ჰქონდა. მან შეყვარებულს დანა მისცა და უთხრა, რომ თუ საწამლავი არ იმოქმედებდა დანით დაეჩეხა საკუთარი დედა.
საბედნიეროდ გოგონა დანაშაულის გრძნობამ გატეხა და მშობლებს ყველაფერი უამბო.