Latest news
პარასკევს, 21 მარტს 24 საათიანი გაფიცვა გამოცხადდა - ვინ მიიღებს მონაწილეობას გაფიცვაში როდოსი: სასტუმროს რესტავრაციისთვის მიშენებული ხარაჩოები ჩამოინგრა და 20-ზე მეტი ავტომანქანა დააზიანა პოლიხნი: საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაშავდა დღეიდან ატმოსფეროში თბილი ჰაერის მასების შემოდინება დაიწყება საზარელი შემთხვევა ზოღრაფუზე - წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ვორიდის: არალეგალმა ემიგრანტებმა უნდა გააცნობიერონ რომ მათთვის საბერძნეთის კარი ღია არ არის კატო ახაია: 2 თვის ჩვილს მენინგიტი დაუდგინდა - პაციენტის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება სალონიკი: დააკავეს 46 წლის ტაქსის მძღოლი, რომელმაც აეროპორტიდან 57 წლის მგზავრის ჩანთა მოიპარა სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით...
ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
კრიმინალიმსოფლიო

აშშ: შემზარავი ფოტო გვიჩვენებს, რომ 13 წლის მოზარდი დგას მძინარე დედასთან, სანამ მას დანით მოკლავს.

აშშ: შემზარავი ფოტო გვიჩვენებს, რომ 13 წლის მოზარდი დგას მძინარე დედასთან, სანამ მას დანით მოკლავს.

სელფმა, რომელიც სავარაუდოდ, თინეიჯერმა დამნაშავემ მეგობარს გაუგზავნა დანაშაულის ჩადენიდან რამოდენიმე წუთში, ინტერნეტ სივრცე მოიცვა.

ფლორიდაში მდებარე მაიამი-დნეიდის ოლქის პროკურატურამ გამოაქვეყნა შემზარავი სურათები, რომლებიც 39 წლის დედის საძინებელში კამერამ გადაიღო, მის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე. პროკურატურა თვლის, რომ დანაშაული მისი 13 წლის თინეიჯერმა შვილმა ჩაიდინა.

ამერიკული მედიის მიერ გამოქვეყნებულ შოკისმომგვრელ მასალაში შედის 12 ოქტომბრის საღამოს, ირინა გასიას ოთახში ბავშვის მონიტორის მიერ გადაღებული სურათები. 39 წლის ქალმა 14 დღის წინ იმშობიარა და ოჯახს პატარა გოგონა შეემატა, რომელიც ასევე ჩანს კადრებში, რადგან საბედისწერო ღამეს მისი საწოლი დედის საწოლის გვერდით იყო.

ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც ღამით 22:23 საათზეა გადაღებული, გარსია თავის საწოლში ჩანს ახალშობილი გოგონათი ხელში. სულ რაღაც 40 წუთის შემდეგ, კერძოდ 23:00 საათზე, ბავშვის მონიტორის კამერამ დააფიქსირა ოთახი გამორთული შუქებით. ახალშობილი ამჯერად თავის საწოლშია და საწოლში მძინარე ქალის თავთან დგას მისი მოზარდი ვაჟი დერეკ როზა, რომელმაც ნახევარი საათის შემდეგ  911-ზე დარეკა, რათა ეღიარებინა თავისი ამაზრზენი საქციელი.

 

პროკურორები, რომლებმაც მასალა გაავრცელეს, ჯერ არ აკონკრეტებენ დეტალებს. თუმცა, New York Post-ის მიერ გამოქვეყნებულ სურათებში ასევე შედის შოკისმომგვრელი სელფი, რომელიც, სავარაუდოდ, 13 წლის მოზარდმა მეგობარს გაუგზავნა სასტიკი დანაშაულის შემდეგ. ფოტოში ის პოზირებს ენით გარეთ, აკეთებს ჟესტს, ხოლო მის ხელზე წითელი ნივთიერება ჩანს, რომელიც შესაძლოა მისივე დედის სისხლი იყოს.

მტკიცებულებებში ასევე არსებობს დანის ფოტოები ვარდისფერი სახელურით, რომელიც, როგორც ჩანს, სისხლით არის დაფარული და შესაძლოა დანაშაულის იარაღი იყოს.

მკვლელობის ღამეს 911-თან დარეკვისას როზამ აღიარა დედის მკვლელობა და ის ფაქტი, რომ შემდეგ მეგობარს გაუგზავნა ფოტო. 13 წლის ბიჭმა, რომელიც სკოლაში ფრიადოსანი იყო, ოპერატორს განუცხადა, რომ თავდაპირველად აპირებდა თავის მოკვლას სახლში არსებული იარაღით, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ არ სურდა ამის გაკეთება.

დანაშაულის ღამეს გარსიას ქმარი და როზას მამინაცვალი, რომელიც სატვირთო მანქანის მძღოლია, სამსახურში იმყოფებოდა. ახალშობილი, რომელიც საწოლში იწვა, დედამისი კი მის გვერდით მოკლეს, საბედნიეროდ საღსალამათია.

მოზარდმა გასულ თვეში განაცხადა რომ დედის მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მის გასამართლებას სრულწლოვანის სტატუსით აპირებენ.

მოზარდის ადვოკატები ცდილობენ, რომ მათი კლიენტი გადაიყვანონ არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში, ვიდრე გისოსებს მიღმა დარჩეს Metro West Detention Centre-ში, ციხეში რომელიც გათვლილია ზრდასრული დამნაშავეებისთვის. პარასკევს, მოსამართლე რიჩარდ ჰერშმა მოისმინა როზას ადვოკატების არგუმენტები მისი სხვა არასრულწლოვანთა ციხეში გადაყვანის შესახებ და გადაწყვიტა განაჩენის გამოტანის პროცესი გადაედო, რათა მოზარდის იურიდიულ გუნდს მეტი დრო ჰქონოდა მოთხოვნის გასამყარებლად.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმ საშინელი დანაშაულისა, რომელშიც მას ბრალი ედება, 13 წლის მოზარდს ოჯახის ბევრი წევრის მხარდაჭერა აქვს, მათ შორის მამინაცვალის, რომელიც კამერებთან საუბრისას შვილისთვის „მეორე შანსის“ მიცემას ითხოვს. როზას ახლობლებმა გამოთქვეს უთანხმოება მოზარდის სრულწლოვანებად გასამართლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. “დერეკი კარგი ბავშვია. თბილი, მოსიყვარულე“, – განუცხადა სასამართლოს ახლობელმა.

”ჩვენ ვითხოვთ, რომ მას მიეცეს საშუალება, გაიზარდოს, მომწიფდეს და უკან დატოვოს ის, რაც მოხდა”, – განუცხადა მამინაცვალმა სასამართლოს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *