14 წლის ბიჭებმა 12 წლის ბიჭი სკოლის საკანალიზაციო ჭაში ჩაკეტეს
14 წლის ბიჭებმა 12 წლის ბიჭი სკოლის საკანალიზაციო ჭაში ჩაკეტეს
ნეა იონიაში მდებარე სკოლის მოსწავლე ბულინგის მსხვერპლი გახდა. მას მასზე 2 წლით უფროსი ბიჭების დაჯგუფება სასტიკად მოექცა და სკოლის ტერიტორიაზე მდებარე საკანალიზაციო ჭაში გამოკეტა.
ორშაბათს დილით 12 წლის ბიჭი მამასთან ერთად მივიდა პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა, რომ მისი 14 თანასკოლელი მის მეგობრებთან ერთად მიუახლოვდა, უთხრა რომ საკანალიზაციო ჭაში 5 ევრო იყო და აიძულეს ჩასულიყო და ამოეტანა. როგორც კი 12 წლის ბიჭი ჭაში ჩავიდა არასრულწლოვნების ჯგუფმა ჭას თავი დაახურეს და ბიჭი მარტო დატოვეს.
ჭაში გამომწყვდეული ბიჭი მასწავლებლებმა გადაარჩინეს.
განყოფილებაში საჩივრის შესვლის შემდეგ პოლიციამ დააკავა მასწავლებლები არასრულწოვნის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში ჩაყენების ბრალდებით. პოლიცია ასევე ეძებს სკოლის დირექტორს.
პოლიციამ ასევე დააკავა 14 წლის ბიჭი, რომელიც ძალადობის მსხვერპლმა ამოიცნო, თუმცა პროკურორის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე არასრულწლოვანიც და მასწავლებლებიც დროებით გაათავისუფლეს.