Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
Uncategorizedსაბერძნეთი

15 იანვრიდან სატრანსპორტო საშუალებებში ბილეთის ნაცვლად საბანკო ბარათით გადახდაც იქნება შესაძლებელი

15 იანვრიდან სატრანსპორტო საშუალებებში ბილეთის ნაცვლად საბანკო ბარათით გადახდაც იქნება შესაძლებელი

15 იანვრიდან სატრანსპორტო საშუალებებში ახალი გადახდის მეთოდით სარგებლობას შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა. 

ათენის სატრანსპორტო საშალებებში (მეტრო, ავტობუსი, ტრამვაი) ამოქმედდება უკონტაქტო გადახდის მეთოდი, რაც ითვალსწინებს როგორც საბანკო ბარათით, ასევე ციფრული საფულით (ტელეფონიდან ან სმარტ ვოჩიდან) ბილეთის საფასურის გადახდას.

აღსანიშნავია ისიც, რომ მგზავრები ჩვეულებრივ რეჟიმში შეძლებენ ძველი მეთოდით, დაბეჭდილი ბილეთებით მგზავრობას. ახალი გადახდის მეთოდი არის მათთვის ვისაც არ სურთ ჩადგნენ რიგში ბილეთების აპარატებთან, ან მოიცადონ სალაროებთან. 

იმისთვის რომ მგზავრებმა უკონტაქტო გადახდით ისარგებლონ აუცილებელია ტელეფონებში ჩამოტვირთონ შესაბამისი აპლიკაცია EMV – Tap & Pay.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *