15 ივნისს ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია კუნძულ კრეტაზე, სამოსზე, იკარიასა და დოდეკანისაზე
15 ივნისს ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია კუნძულ კრეტაზე, სამოსზე, იკარიასა და დოდეკანისაზე
ტემპერატურის უეცარმა მატებამ და ძლიერმა ქარებმა საბერძნეთის ტერიტორიაზე ყველასთვის კარგად ნაცნობი და არც თუ ისე სასურველი პრობლემა კიდევ ერთხელ გააღვივა.
ხანძრის გაჩენის ძალიან მაღალი რისკია 15 ივნისს კუნძულებზე: კრეტა, სამოს, იკარია და დოდეკანისა.
პრესა ხანძარსაშიში ზონების რუქას აქვეყნებს, რომელიც სამოქალაქო დაცვის სამინისტროს გენერალურმა მდივანმა გამოაქვეყნა.
რუქის გამოქვეყნებასთან ერთად გაიცა ბრძანება ყველა საჭირო სახელმწიფო ორგანოს სრული მობილიზებისათვის, რათა თავიდან მაქსიმალურად იქნეს არიდებული ხანძრის შედეგად გამოწვეული ზიანი.
Facebook Comments Box
