15 წლის ბიჭის მამა, რომელიც მზის დაკვრით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მადლობას უხდის ყველას, ვინც მის შვილს სიცოცხლე შეუნარჩუნა
15 წლის ბიჭის მამა, რომელიც მზის დაკვრით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მადლობას უხდის ყველას, ვინც მის შვილს სიცოცხლე შეუნარჩუნა
მზის დაკვრა ვითარდება როდესაც ორგანიზმი გადახურდება ატმოსფერული მაღალი ტემპერატურით და ამ შემთხვევაში თერმო რეგულაციის მექანიზმი ვერ ახერხებს ორგანიზმისთვის მისაღები სითბური რეჟიმის შენარჩუნებას. სწორედ მზის დაკვრა გახდა 15 წლის ბიჭის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი, თუმცა ახალგაზრდას გადარჩენა მოხერხდა მისი მეგობრებისა და პროფესიონალების გუნდური მუშაობის შედეგად.
ოჯახს ასპროპოტამოდან, კერძოდ კი ხალიკიდან, მძიმე წუთების გადატანა მოუწია, როცა მათი 15 წლის შვილი იპოთერმიის შედეგად შეუძლოდ გახდა. ბიჭის მამა მადლობას უხდის ყველას თანადგომისთვის და ხაზს უსვამს მისი შვილის უცნაურ ფიზიკურ მდგომარეობას, რომელიც ბავშვობიდან ოფლს არასდროს გამოჰყოფდა.
“როცა 1 წლის იყო პირველად დავაკვირდით, რომ ზაფხულში გაუგებარი მიზეზით მაღალ სიცხეს აძლევდა. პირველად მაშინ მივიყვანეთ ექიმთან, სადაც ოფლის ანალიზი ჩაუტარდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბავშვის საოფლე ჯირკვლები არ იყო აქტიური. საქმე არ გვაქვს რაიმე სახის სამედიცინო პათოლოგიასთან, უბრალოდ მოგვიწოდეს სიფრთხილისკენ, რის შემდეგაც გარკვეული ასაკიდან ბავშვი თავადაც სიფრთხილით ეკიდებოდა მის მდგომარეობას. მეგობრებთან ერთად იყო წასული სასეირნოდ როცა თავი შეუძლოდ იგრძნო. ოფლმა დაასხა. დაუყოვნებლივ დამირეკეს გასაფრთილებლად, მაგრამ შორს ვიყავი, ამიტომ ბაბუა გავუშვი მის წამოსაყვანად. გაუვალი გზების გამო გაუჭირდათ სამედიცინო ცენტრში ბავშვის გადაყვანა, თუმცა მისვლისთანავე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ჩემს შვილს დახმარება გაუწია და სიცოცხლე შეუნარჩუნა.” – აცხადებს 15 წლის ბიჭის მამა.
