15 წლის ბიჭმა თანაკლასელს ფეხში პასტა ჩაარჭო
15 წლის ბიჭმა თანაკლასელს ფეხში პასტა ჩაარჭო
არასრულწლოვანთა შორის ძალადობის მაჩვენებელი დღითიდღე უფრო იზრდება. გასულ სამშაბათს პილიოში 15 წლის ბიჭმა თანაკლასელ გოგონას გაკვეთილის მსვლელობისას ფეხში პასტა ჩაარჭო.
ძალადობის შემთხვევა თანაკლასელებისა და მასწავლებლის თანდასწრებით მოხდა.
taxydromos.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბიჭმა გოგონას პასტა იმდენად ძლიერად დაარტყა, რომ კალამმა ჯინსის ბარიერი გაიარა და გოგონა სისხლდენით გადაიყვანეს საავადმყოფოში პირველადი დახმარების აღმოსაჩენად.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც 15 წლის ბიჭი ძალადობრივ ხასიათს ავლენს.
Facebook Comments Box