15 წლის გოგონამ გონება დაკარგა დიდი რაოდენიბით ალკოჰოლის მოხმარების გამო – დაკავებულია 20 წლის ბიჭი
15 წლის გოგონამ გონება დაკარგა დიდი რაოდენიბით ალკოჰოლის მოხმარების გამო – დაკავებულია 20 წლის ბიჭი
პოლიციამ დააკავა 20 წლის ბიჭი არასრულწლოვნის საფრთხეში ჩაგდების გამო. დაკავებულმა კვირას გამთენიისას მუსიკალურ ფესტივალზე ვალსამატაში 15 წლის გოგონას ალკოჰოლის ყიდვაში დაეხმარა.
არასრულწლოვანმა გოგონამ დიდი რაოდენობის ალკოჰოლის მოხმარების შედეგად გონება დაკარგა. გოგონა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოში. საბედნიეროდ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
20 წლის ბიჭი კი ჯერ სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს, რათა დადგინდეს არის თუ არა რაიმე სახის ნარკოტიკული ნივთიერება მის ორგანიზმში და შემდეგ კი გადაიყვანენ განყოფილებაში.
მას ბრალი უკანონოდ იარაღის ტარებისთვისაც ედება.
Facebook Comments Box