150 მეტრის სიმაღლის ამწეს მძღოლი ქალია, რომელიც Tiktok-ზე გამომწერებს გამოცდილებას უზიარებს
150 მეტრის სიმაღლის ამწეს მძღოლი ქალია, რომელიც Tiktok-ზე გამომწერებს გამოცდილებას უზიარებს
ქალმა, რომელიც 150 მეტრის სიმაღლის ამწეს მართავს, გამომწერებს Tiktok-ზე მისი პროფესიული ყოველდღიურობა გაუზიარა.
აღნიშნულ ვიდეოს გამომწერებისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ვიდეო 1:10 წუთს გრძელდება, 200 000-ზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოს მძღოლი ფრანგულად ხსნის ტექსტით: “დღეს გაჩვენებთ თუ როგორ ვმართავ ამწეს” და აღწერს ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად.
ვიდეო ასახავს ამწეს შიდა კაბინას, საჭეს და გარემოცვას 150 მეტრის სიმაღლიდან.
ქალი მხოლოდ პროფესიული ნაბიჯების აღწერით არ შემოიფარგლა, ის პასუხობდა გამომწერების მიერ დასმულ კითხვებსაც და იღებდა მილოცვებსა და აღფრთოვანებულ შეტყობინებებს ასიათასობით მაყურებლისგან.
@sky.crane.operator
Facebook Comments Box
