16 დეკემბერი: ვინ გაიფიცება ხვალ და იმოძრავებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი
16 დეკემბერი: ვინ გაიფიცება ხვალ და იმოძრავებს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი
საბერძნეთის მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროგრამას აპროტესტებენ საჯარო მოხელეები და იფიცებიან 24 საათით 16 დეკემბერს. გაფიცვას უერთდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებიც.
აქციით საჯარო მოხელეები და ADEDY-ის 39-ე კონგრესი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ფერმერების მიერ მოწყობილ სასოფლო-სამეურნეო მობილიზაციასა და ბლოკადას.
აქციის მონაწილეები ითხოვენ:
- ხელფასების მომატებას
- საჯარო მოხელეების რაოდენობის გაზრდას
- მუნიციპალიტეტების დაფინანსებას
- ვორიდის დებულებების გაუქმებას
- კონტრაქტებით დაქირავებული თანამშრომლების შტატში ჩასმას
- გაზრდილი ფასების დარეგულირებას.
გაფიცვაში მონაწილეობას მიიღებენ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებიც.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამ დრომდე უცნობია მიიღებენ თუ არა გაფიცვაში მონაწილეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები.
Facebook Comments Box
