Latest news
რით ამაყობენ საბერძნეთის, იტალიის და თურქეთის მოქალაქეები მამა ანტონიოსს სააპელაციო სასამართლომ ბავშვებზე ძალადობისთვის 9.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,... 20 თებერვლიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი ვარი: ელექტროშოკის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა ვიოლანდა: აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ადვოკატი განცხადებას აქვეყნებს დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

17 მაისი – არტერიული ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეა

17 მაისი – არტერიული ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეა

არტერიული ჰიპერტენზია, რომელსაც ხშირად ჩუმ მკვლელსაც უწოდებენ, ჯანმრთელობის მნიშვნელოვან და მზარდ პრობლემას წარმოადგენს.

არტერიული წნევის კონტროლი და ასევე საჭირო ლაბორატორიული კვლევების რეგულარულად ჩატარება აუცილებელი პირობაა არტერიული ჰიპერტენზიის და მასთან დაკავშირებული დაავადებების გამოსავლენად.

17 მაისი ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეა, რომელიც ეძღვნება არტერიული წნევის შემოწმების მნიშვნელობის ხაზგასმას და ცნობიერების ამაღლებას 1 მილიარდი ადამიანისათვის, რომლებიც ცხოვრობენ მაღალი წნევით მთელს მსოფლიოში. მაღალი არტერიული წნევის, ანუ  ჰიპერტენზიის დიაგნოზი ისმევა, როდესაც ადამიანის სისტოლური (ზედა) წნევა  მუდმივად აღემატება 140 mm Hg-ს და/ან დიასტოლური (ქვედა) წნევა მუდმივად 90 mm Hg-ის ზემოთაა.

არტერიული ჰიპერტენზია  არის გულის დაავადების, ინსულტის, თირკმლის გართულებებისა და ნაადრევი სიკვდილის ერთ-ერთ რისკფაქტორი. მას ჩუმ მკვლელს უწოდებენ, რადგან ბევრი ისე ატარებს მაღალ წნევას, რომ ამის შესახებ არც კი იცის.  საბედნიეროდ, მისი თავიდან აცილება და მართვა შესაძლებელია არტერიული წნევის რეგულარული შემოწმებით და მკურნალობით. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პრობლემისკენ ყურადღების მიმართვა, რადგან  პანდემიის დროს, 2 წლის განმავლობაში ადამიანები თავს არიდებდნენ კლინიკაში ვიზიტს და ვერ იღებდნენ შესაბამის მკურნალობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ჰიპერტენზიის თავიდან ასარიდებლად:

  • შეამცირეთ მარილის მიღება (5გრ-ზე ნაკლები დღეში);
  • მიიღეთ მეტი ხილ-ბოსტნეული;
  • შეამცირეთ  ნაჯერი  ცხიმებით მდიდარი საკვების მიღება;
  • შეზღუდეთ ტრანსცხიმებით მდიდარი საკვების მიღება;
  • დაიტვირთეთ ფიზიკურად რეგულარულად;
  • უარი თქვით მოწევაზე;
  • შეამცირეთ ალკოჰოლის მოხმარება.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *