Latest news
2026 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტების სია უკვე გამოქვეყნდა სამუდამო პატიმრობა შეეფარდა 40 წლის კაცს, 13 წლის გოგონას არაერთგზის გაუპატიურებისთვის  ტაქსის მძღოლები გაფიცვას აგრძელებენ გამოძიება ვარაუდობს რომ 16 წლის ლორა პანეპისტიმიუპოლთან ახლოს არის საჯარო მოსმენაზე გამოტანილია ახალი კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს კოლექტიური ხელშეკრულებების გა... კარისტიანუ: პარტია ტემბის ტრაგედიას მანიპულაციის იარაღად არ აქცევს სიკინოსის მუნიციპალიტეტი 2026 წლიდან ყოველ ახალშობილზე 3 000 ევროს დახმარებას გასცემს კუნძული ნაქსოსი 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სიაში მოხვდა სალონიკი: პაციენტმა ექიმს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი ჰკრა 16 წლის ლორას ამ დრომდე ეძებენ
ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

17 ნოემბერი: ისტორიული მნიშვნელობა და უწყვეტი საპროტესტო აქციების მიზეზი

17 ნოემბერი: ისტორიული მნიშვნელობა და უწყვეტი საპროტესტო აქციების მიზეზი

მომავალ კვირას საბერძნეთი მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღს აღნიშნავს, რომელიც დიქტატორიის დამხობასა და დემოკრატიის გამარჯვებას უკავშირდება.

1967-1974 წლებში საბერძნეთის ხელისუფლებაში სამხედრო დიქტატორია მოვიდა, რომელსაც სათავეში დიმიტრიოს იოანიდისი და ღეორღიოს პაპადოპულოსი ედგნენ. ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ გადატრიალების გზით და ერთ დღეში მთელს საბერძნეთს აკონტროლებდნენ. დააპატიმრეს მთელი მინისტრთა კაბინეტი. მათ წინააღმდეგობა ვერც საბერძნეთის მეფე კონსტანტინემ გაუწია და იძულებული გახდა პოლკოვნიკებთან ეთანამშრომლა.

ხუნტამ გააუქმა არჩევნები, დააწესა ცენზურა, დაშალა პოლიტიკური პარტიები და დააპატიმრა სამოქალაქო აქტივისტები.

დიქტატორის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ ხაზზე სტუდენტები გაიჭრნენ. 1973 წლის 14 ნოემბერს ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჩაკეტეს სასწავლო დაწესებულების მთავარი ჭიშკარი და უნივერსიტეტის თავისუფალი რადიოსადგურის მუშაობის დაწყების შესახებ გამოაცხადეს. 14-იდან 17 ნოემბრამდე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე შეტაკება მოხდა სტუდენტებსა და პოლიციას შორის.

17 ნოემბერს, გამთენიისას უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელთან, პატისიონის ქუჩაზე სამხედროები და რამდენიმე ტანკი გამოჩნდა. ერთ-ერთმა ტანკმა უნივერსიტეტის მთავარი ჭიშკარი შეანგრია, რის შემდეგაც სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დაახლოებით ერთ საათში სასწავლო დაწესებულება ძალოვანმა სტრუქტურებმა მთლიანად დაიკავეს და რადიომაუწყებლობა შეწყვიტეს. აღნიშნული შეტაკების შედეგად დააკავეს უამრავი სტუდენტი და სამწუხაროდ ათობით მათგანი გარდაიცვალა.

სწორედ ეს ტრაგიკული დასასრული გახდა სრულიად მოსახლეობის გაერთიანებისა და ქუჩებში გამოსვლის მიზეზი, რის შედეგადაც 7 წლიანი დიქტატურა დასრულდა.

საბერძნეთში დიქტატორული რეჟიმი 1974 წელს დაემხო.

სწორედ ამ დღის შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტობა მუდმივად აღნიშნავს ამ ტრაგიკულ თარიღს საპროტესტო გამოსვლებით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *