Latest news
იანნის ადეტოკუნბომ ცნობილ youtuber-ს IShowspeed-ს აკროპოლისზე გიდობა გაუწია პილიო: 32 წლის ტურისტი ცურვისას დაიხრჩო ღლიკა ნერა: გარდაიცვალა 48 წლის კაცი, რომელიც 17 წლის ბიჭმა უმოწყალოდ სცემა ტემპერატურამ 10 გრადუსით იკლო - მომდევნო ორი დღის განმავლობაში ტემპერატურა 32-33 გრადუსს არ გადააჭარ... მიაულის სანაპიროზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა ანო ლიოსია: საგარეუბნო მატარებლის ლიანდაგებთან ხანძარი გაჩნდა შთამბეჭდავი სავსე მთვარის ფოტოსურათები - ივლისის სავსე მთვარეს ირმის მთვარესაც უწოდებენ საბერძნეთის 7 რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია 3 დღიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის ატმოსფეროში სიცხის ტალღა ისევ დაიწყებს შემოსვლას დღეიდან ტემპერატურა შედარებით იკლებს
პარასკევი, ივლისი 11, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

17 წლის ახალგაზრდების ბანდა თანატოლებს აშანტაჟებდა და ფულს სთხოვდა

თესალონიკში ოთხი 17 წლის მოზარდი დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებოდათ თანატოლის ცემა და იარაღით მუქარა ნარკოტიკების ტრანზაქციის  ვალის გამო.

დაზარალებულმა, წარმოშობით ალბანელმა პოლიციის ორგანოებს მიმართა, რის შემდეგაც ბრალდებული არასრულწლოვნები სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.

როგორც პოლიციის წყაროები აცხადებენ, შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა გასული თვის შუა რიცხვებში თესალონიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულად თერმის მუნიციპალიტეტის დასახლებაში.

დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი პოლიციაში მივიდა, სადაც მომხდარის შესახებ შეატყობინა.

პოლიციის განცხადების მიხედვით, ოთხი მოძალადე შანტაჟის ქვეშ ითხოვდა თანხის საპროცენტო დანამატთან ერთად გადახდას, რომლის რაოდენობაც  დაახლოებით 500 ევროს შეადგენდა.

მას შემდეგ, რაც მონაწილე არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება მოხდა, მომდევნო 24 საათის განმავლობაში  თესალონიკის უშიშროების დეპარტამენტის  პოლიციის დახმარებით მოხდა მათი დაკავება. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდა გაწვრთნილი ძაღლი ჩრდილოეთ საბერძნეთის სპეცდანიშნულების რაზმიდან.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *