17 წლის გოგონა პორნოგრაფიის მსხვერპლი გახდა
17 წლის გოგონა პორნოგრაფიის მსხვერპლი გახდა
როგორ აღმოჩნდა 17 წლის გოგონას ინტიმური სურათები მისი ბიძის ხელში.
გოგნას ინტიმური სურათები 22 წლის ბიჭმა შურისძიების მიზნით, მსხვერპლის ბიძას გაუგზავნა…
დაზარალებულმა, ახალგაზრდა მამაკაცი 5 თვის წინ, ონლაინ აპლიკაციის საშუალებით გაიცნო.
ისინი ხშირად საუბრობდნენ ვიდეო ზარების საშუალებით, რასაც მოჰყვა ის ფაქტი, რომ მალევე, ახალგაზრდა ქალმა მამაკაცს დაახლოებით ერთი თვის წინ, საკუთარი შიშველი ფოტოები გაუგზავნა.
როდესაც ,,წყვილის“ ურთიერთობა დაიძაბა, გოგონამ ბიჭს სთხოვა, რომ გაეწყვიტათ ერთმანეთთან კავშირი, რის გამოც, შურისძების მიზნით, მოძალადემ გოგონას ინტიმური ფოტოები მის მეგობრებში გაავრცელა.
არასრულწლოვნის დედამ საჩივარი შეიტანა ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკის უშიშროების სამმართველოში და 22 წლის დამნაშავის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
თავად დამნაშავე ამჟამად ძებნაშია.