19 თებერვალს ტაქსის მძღოლები 24 საათით გაიფიცებიან
19 თებერვალს ტაქსის მძღოლები 24 საათით გაიფიცებიან
ოთხშაბათს დილის 06:00 საათიდან 24 საათით გაიფიცებიან ტაქსის მძღოლები. გაფიცვა ხუთშაბათამდე, დილის 06:00 საათამდე გასტანს.
გაფიცვის გადაწყვეტილება ათენის ტაქსის მძღოლთა კავშირის დირექტორთა საბჭომ მიიღო.
სხდომაზე განხილულ იქნა საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ახალი კოდექსის შესახებ შემუშავებული კანონპროექტიც.
გაფიცვის ფარგლებში იგეგმება საპროტესტო მსვლელობა ტრანსპორტის სამინისტროსთან.
ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა მოითხოვოს ავტობუსების ხაზით სარგებლობა ტაქსებისთვისაც.
Facebook Comments Box