19 თებერვალს ტაქსის მძღოლები 24 საათით გაიფიცებიან
19 თებერვალს ტაქსის მძღოლები 24 საათით გაიფიცებიან
ოთხშაბათს, 19 თებერვალს ტაქსის მძღოლები 24 საათით გაიფიცებიან. გაფიცვა ათენის ტაქსის მძღოლების კავშირის გადაწყვეტილებით გამოცხადდა.
ტაქსის მძღოლების კავშირის რიგ მოთხოვნებთა შორის ვხედავთ ძირითად მოთხოვნებსაც, რომლებიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ურთიერთობას უკავშირდება:
- გადაიჭრას კერძო კომპანიების მიერ მითვისებული გამოძახებების პრობლემა.
- ტაქსებს ჰქონდეთ ავტობუსების ხაზებით სარგებლობის უფლება.
- შეწყდეს Uber-ისა და Bolt-ის მხრიდან უკანონო ფასდაკლებების შეთავაზება, რომლებიც სცდებიან სახელმწიფოს მიერ დადგენილ მომსახურების ტარიფებს და აღვივებენ არაჯანსაღ და არაკეთილსინდისიერ კონკურენციას.
Facebook Comments Box