19 წლის ბიჭს, რომელმაც სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა, დღეს დაკრძალავენ
19 წლის ბიჭს, რომელმაც სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა, დღეს დაკრძალავენ
დღეს დაკრძალავენ 19 წლის ზისის, რომელსაც ნათესავების სახლში, რომელშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, კედელი დაეცა. ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაშავდა.
უნედური შემთხვევა გუშინ შუადღეს მოხდა, როცა ახალგაზრდა პრაქტიკანტი მეხანძრე, რომელიც კოზანში სწავლობდა, ნათესავების დასახმარებლად მივიდა. სარემონტო სამუშაოების პროცესში ოჯახის წევრები სახლს ნანგრევებისგან ცლიდნენ, როცა ბიჭის მამამ სახლი დროებით დატოვა. უკან დაბრუნებისას კი საკუთარი შვილი ჩამონგრეული კედელის ქვეშ მოყოლილი იპოვა. შეშინებულმა მამამ დაუყოვნებლივ უხმო საშველად მეზობლებს, რომლებმაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია გამოიძახეს. მაშელების თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ნანგრევებიდან ის გარდაცვლილი ამოიყვანეს.