Latest news
17 თებერვალს საბერძნეთს უამინდობის ახალი ტალღა გადაუვლის ირაკლიო: 64 წლის კაცმა თავისი ძმა ჯერ სცემა, შემდეგ კი დანით დაჭრა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები სპეციალური მედიკამენტების შეძენას დღეიდან უბნის აფთიაქებშიც ... ბოლო 2 კვირის განმავლობაში 33 ემიგრანტს შეუჩერდა პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსი სალონიკი: 500 000-ზე მეტ ლაღანას გამოაცხობენ სუფთა ორშაბათისთვის  ვიანნოში მომხდარი შოკისმომგვრელი მკვლელობის დეტალები ვრცელდება დააკავეს 65 წლის კაცი, რომელმაც ნასვამ მდგომაროებაში ცოლზე იძალადა და ოჯახის ძაღლი მოკლა ძლიერი წვიმა, ქარი და აფრიკული მტვერი საბერძნეთში პატრა: პატარები კარნავალს განსაკუთრებულ ხიბლს მატებენ ათენი: ძლიერი ქარების გამო ხეები მიწიდან ძირფესვიანად მოწყდა
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

2 იანვარი: საქარველოში ბედობის დღეა

2 იანვარი: საქარველოში ბედობის დღეა

2 იანვარს საქარველოში საახალწლო დღესასწაულებიდან ერთ-ერთ ყველაზე უძველესს, ბედობის დღეს აღნიშნავენ. 

ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, იგი ერთ-ერთი მისტიკური შინაარსის სახალხო ტრადიციაა, რომელიც რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება. ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. ძველ დროში დარწმუნებულები იყვნენ, როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებდნენ.  ამ თარიღს დღემდე ულოცავენ ერთმანეთს და ცდილობენ ხალისიანად გაატარონ.

რიტუალი ასეთი იყო –  ოჯახი შეარჩევდა ბედნიერ ადამიანს, რომელის „ფეხზე“, “კვალზე” იყო დამოკიდებული მომდევნო წლის კეთილდღეობა.

„მეკვლე მოვიდოდა და თან მოჰქონდა რაიმე ტკბილეული, შემოვიდოდა და იტყოდა: ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისაო და დაილოცებოდა. მას დაუდგამდნენ სუფრას და უმასპინძლებდნენ. შემდეგ გაატანდნენ ტკბილეულს. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც  გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება გაწბილებასთან და მოტყუებასთან იყო დაკავშირებული.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *