2 მიწისძვრა კუნძულ ამორღოსზე – მიწისძვრების სიმძლავრე 4,7 და 4,8 ბალს შეადგენს
2 მიწისძვრა კუნძულ ამორღოსზე – მიწისძვრების სიმძლავრე 4,7 და 4,8 ბალს შეადგენს
მიწისძვრის შედეგად გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო კუნძულებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
ბოლო მონაცემებით კუნძულ ამორღოსზე თითქმის 5 ბალიანი მიწისძვრა რამდენიმე წუთის შუალედით 2-ჯერ გამეორდა.
კუნძულებზე შეჩერებულია სასწავლო პროცესი და გაუქმებულია ყველა დაგეგმილი ღონისძიება.
გაცემულია ყველა საცურაო აუზის დაცლის ბრძანება.
მოსახლეობას პასუხსიმგებელი ორგანოები მოუწოდებენ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ, გაცემულია მიტოვებულ შენობებთან მიახლოვების აკრძალვა. შეჩერებულია ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოებიც.
კუნძული სანტორინი სრულიად იცლება. კუნძულის მოსახლეობა და ტურისტები აცხადებენ, რომ გუშინდელი ბიძგების შემდეგ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ კუნძული.
სანტორინი იცლება, შეშინებული მოსახლეობა კუნძულს საგანგებოდ დაგეგმილი სპეცრეისებით ტოვებს.