2 ოჯახს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ხანშიშესული კაცი და მისი 12 წლის შვილიშვილი დაშავდნენ
2 ოჯახს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ხანშიშესული კაცი და მისი 12 წლის შვილიშვილი დაშავდნენ
პირღოსში, კერძოდ პალეოვარვასენაში 2 ოჯახს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად გუშინ, 7 იანვარს მოხუცებული კაცი და მისი 12 წლის შვილიშვილი დაშავდნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაშავებულებს თავს ადამიანების დაჯგუფება დაესხა. თავდასხმის მიზეზი კი პირადი, გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობი, მიზეზი გახდა. ატეხილი ჩხუბის შეჩერება პოლიციის ჩარევის შემდეგ გახდა მხოლოდ შესაძლებელი.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოხუცებული ამ დროისთვის რიოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში იმყოფება, ხოლო 12 წლის ბიჭი კი კარამანდანიოს საავადმყოფოშია მოთავსებული, პატრაში. არასრულწლოვანს სხეულის არეში აღენიშნება მოტეხილობები.
Facebook Comments Box
