Latest news
კრეტა: ძლიერმა ქარმა კუნძულზე სათბურები მიწასთან გაასწორა სალონიკი: პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 33 წლის კაცი დააკავეს შთამბეჭდავი სანახავია თეთრად შემოსილი პელოპონისო და სალონიკის მთიანი ნაწილი ტაქსის მძღოლები დღესაც აგრძელებენ გაფიცვას კერნიკის ეროვნულ პარკში 23 მეტრის სიმაღლი 1074 წლის ხე დგას  21 იანვარი: უამინდობის ფენომენის გამო სასწავლო პროცესი ოფიციალურად შეწყდა ბარომეტრი საბერძეთის საზამთრო სეზონისთვის შეუფერებლად დაბალ ტემპერატურას აჩვენებს ტაქსის მძღოლები ისევ 48 საათიან გაფიცვას აცხადებენ ევია: დიდთოვლობის გამო დირფისის კურორტისკენ მიმავალ გზაზე 2 ახალგაზრდა გაიჭედა მოსწავლემ სკოლაში ხანძარი გააჩინა
ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

2 წლის ლეოს მამა საზოგადოების მხირდან წამოსულ ბრალდებებს პასუხობს

2 წლის ლეოს მამა საზოგადოების მხირდან წამოსულ ბრალდებებს პასუხობს

2 წლის ლეოს საქმესთან დაკავშირებით მისი მამა კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს.

ტელემაუწყებელ ΑΝΤ1-სთან საუბრისას კაცმა საზოგადოების მხრიდან წამოსულ ბრალდებებს უპასუხა:
“მოგზაურობისთვის ვემზადებოდით და ჩემი ცოლი ლეოსთან და ჩვენს მეორე შვილთან ერთად საყიდლებზე წავიდა. წვიმდა და სწრაფად გვინდოდა დაგვეცალა მანქანა როცა საყიდლებიდან დავბრუნდით, რადგან სახლში სხვა საქმეებიც მქონდა. ძალიან არ წვიმდა, ჟინჟლავდა და პატარას უყვარდა წვიმის წვეთებთან თამაში. ძალიან ცოცხალი ბავშვი იყო და სულ ჩვენს გარშემო ტრიალებდა. მანქანას 10 მეტრით მოვშორდი და სახლში საყიდლები დავტოვე, დანარჩენი ნივთები ჩემმა ცოლმა შემოიტანა. სწორედ მაშინ გავიგე ჩვენი გოგოს ყვირილი.. მე შვილს არ მივატოვებდი. რა ლოგიკით შეიძლება დაწეროს ადამიანმა მსგავსი კომენტარი არ ვიცი. ყველა იმას წერს რაც უნდა. ზოგი იცინის, ზოგიც მლანძღავს. არსებობს ადამიანების კატეგორია ვისაც ვეცოდები. ზოგიც მშობლებს გვადანაშაულებს, ამბობენ რომ უპასუხისმგებლოები ვართ. რაც მოხდა იყო უბედური შემთხვევა, რომელმაც დამღუპა. არ ვიცი ვის ამოვუდგე მხარში.. საკუთარ თავს. მამაჩემს, ჩემს ძმას, ჩემს მეუღლეს თუ ჩვენს შვილებს?! ვცდილობ სიმშვიდე შეივნარჩუნო რაც არ გამომდის.. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *