2024 წელს 2-ჯერ მეტი ოჯახური ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა გასულ წელთან შედარებით
2024 წელს 2-ჯერ მეტი ოჯახური ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა გასულ წელთან შედარებით
ტელემაუწყებელ ERT-თან საუბრისას საბერძნეთის პოლიციის პრესსპიკერმა კონსტანტინა დიმოღლიდუმ განაცხადა, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულმა საჩივრებმა 2024 წელს 2-ჯერ იმატა 2023 წელთან შედარებით.
“მიუხედავად იმისა, რომ განყოფილებებში 2-ჯერ მეტი ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული საჩივარი შემოვიდა, ჩვენ ამ რიცხვს დადებითად ვხედავთ, რადგან ამ ქალებმა წელს იპოვეს ძალა მათში და გაბედეს, რომ ხმამაღლა თქვან, რომ მათზე ძალადობენ და ითხოვონ შველა. ძალადობის მსხვერპლებმა უკვე იციან, რომ არსებობს უამრავი ხელსაწყო მათ დასახმარებლად.” – განაცხადა კონსტანტინა დიმოღლიდუმ.
Facebook Comments Box