2025 წლის ყველაზე დიდი სავსე მთვარე
2025 წლის ყველაზე დიდი სავსე მთვარე
ოთხშაბათს, 5 ნოემბერს ღამით ნოემბრის ცა ყველაზე დიდმა სავსე მთვარემ გაანათა, რომელსაც სუპერმთვარეს უწოდებენ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, სუპერმთვარეს შეუძლია, ადამიანების ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს. ყველა ის ეფექტი, რომელიც ჩვეულებრივ სავსე მთვარის დროს ხდება, მნიშვნელოვნად გაძლიერდება.
ეს არის დღე, როდესაც ადამიანები ძალიან დიდი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ.
სავსე მთვარე აღიქმება, როგორც ენერგეტიკული ციკლის პიკი, მომენტი, როდესაც დაგროვილი გრძნობები და ემოციები სრულად გამოვლინდება. ბევრისთვის ეს შესაძლოა, სასარგებლო იყოს, ზოგიერთი ადამიანისათვის კი აგრესიის გამოვლენის, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებისა და ემოციური არასტაბილურობის ეტაპი აღმოჩნდეს.
Facebook Comments Box
