Latest news
2026 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტების სია უკვე გამოქვეყნდა სამუდამო პატიმრობა შეეფარდა 40 წლის კაცს, 13 წლის გოგონას არაერთგზის გაუპატიურებისთვის  ტაქსის მძღოლები გაფიცვას აგრძელებენ გამოძიება ვარაუდობს რომ 16 წლის ლორა პანეპისტიმიუპოლთან ახლოს არის საჯარო მოსმენაზე გამოტანილია ახალი კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს კოლექტიური ხელშეკრულებების გა... კარისტიანუ: პარტია ტემბის ტრაგედიას მანიპულაციის იარაღად არ აქცევს სიკინოსის მუნიციპალიტეტი 2026 წლიდან ყოველ ახალშობილზე 3 000 ევროს დახმარებას გასცემს კუნძული ნაქსოსი 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სიაში მოხვდა სალონიკი: პაციენტმა ექიმს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი ჰკრა 16 წლის ლორას ამ დრომდე ეძებენ
ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

22 და 23 ოქტომბერს საბერძნეთის საზღვაო ფედერაცია გაიფიცება

22 და 23 ოქტომბერს საბერძნეთის საზღვაო ფედერაცია გაიფიცება

2025 წლის საზღვაო კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებების ხელმოწერას 12%-იანი მატებით ითხოვს საბერძნეთის საზღვაო ფედერაცია, რომლის აღმასრულებელმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება 48 საათიან საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვასთან დაკავშირებით. შესაბამისად სამშაბათს 22 და ოთხშაბათს 23 ოქტომბერს საბერძნეთის ტერიტორიაზე საზღვაო გადაადგილება შეჩერდება. 

შეგახსენებთ რომ 23 ოქტომბერს გაიფიცებიან მასწავლებლებიც სრულიად საბერძნეთის მასშტაბით. 

“არ შეგვიძლია უგულებელვყოთ მხოლოდ კერძო კომპანიების მოგებაზე ორიენტირებული სისტემა, რომლებიც ყოველწლიურად 150 000 000 ევროს ოდენობით ფინანსდებიან სახელმწიფო ფონდიდან მათი ფლოტების განახლება, მოდერნიზაციისთვის. არ შეგვიძლია უგულებელვყოთ, რომ ყოველდღიურად ირღვევა მეზღვაურთა კანონით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები.” – აცხადებს საბერძნეთის საზღვაო ფედერაციის წარმომადგენელი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *