23 ნოემბერს მართლმადიდებლური ეკლესიები გიორგობას აღნიშნავენ
23 ნოემბერს მართლმადიდებლური ეკლესიები გიორგობას აღნიშნავენ
გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა საქართველოში 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღინიშნება.
ხალხური გიორგობა სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სახელწოდებით იმართებოდა: ქართლში: გერისთობა, უსანეთობა, ატოვობა, კახეთში: ალავერდობა, თეთრი გიორგობა, სამეგრელოში: ილორობა და სხვა.
საქართველოში არსებობს წმინდა გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო, რადგან ხალხური ლეგენდის თანახმად წმიმდა გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე ყველგან მიმოაბნია. ხოლო ყველგან სადაც წმინდანის სხეული ნაწილი მოხვდა სალოცავები აშენდა.
Facebook Comments Box
