23 წლის ბიჭმა სანამ მის ბიძას მოკლავდა ბაბუის დახრჩობაც სცადა
23 წლის ბიჭმა სანამ მის ბიძას მოკლავდა ბაბუის დახრჩობაც სცადა
მკვლელობის საზარელ დღემდე 2 დღით ადღე 23 წლის ბიჭმა ბაბუის დახრჩობაც სცადა.
აღნიშნული ინფორმაცია დაკავებულის ბაბუამ თავად მიაწოდა პრესას:
“უეცრად დამესხა თავს, ყელში მწვდა და მახრჩობდა. მერე უეცრად გაჩერდა, ჩამეხუტა და მოფერება დამიწყო. მეუბნებოდა თუ როგორ ვუყვარდი. დიდად კონტაქტში არ შევდიოდი ხოლმე მასთან რომ არ გამენერვიულებინა და მიზეზი არ მიმეცა თავდასხმისთვის.
იმ საზარელ დღესაც ჯერ სახლში დაბრუნდა, სულ სისხლიანი იყო. მუცელზე და ზურგზე დაკაწრული იყო.”
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ბიჭმა, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რკინის მაგიდის ფეხით სისხლის ბოლო წვეთამდე სცემა საკუთარი ბიძა და მისი მეგობარი.
23 წლის ბიჭი ბიძამისის სახლში აფექტურ მდგომარეობაში შეიჭრა. არავინ იცის თუ რა მოხდა თავდამსხმელსა და მსხვერპლს შორის ამ საბედისწერო დღემდე.
მკვლელობის შემდეგ ახალგაზრდა თავად ჩაბარდა პოლიციას.