25 და 26 დეკემბერს მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები დაიკეტება
25 და 26 დეკემბერს მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები დაიკეტება
სადღესასწაულო სეზონი ხუთშაბათს, 11 დეკემბერს ოფიციალურად დაიწყო.
ათენის კომერციულმა ასოციაციამ მაღაზიებისთვის და სავაჭრო ცენტრებისთვის საორიენტაციო განრიგი გამოაქვეყნა, რომელში ჩართვაც ნებაყოფლობითია. რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც დიდი ასევე მცირე ბიზნესები თავად აირჩევენ საჭიროებებისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით სამუშაო საათების რაოდენობას. (ორშაბათი-შაბათი 06:00-21:00, კვირა 11:00-20:00)
მარკეტი კიდევ ერთი დატვირთული სადღესასწაულო სეზონისთვის გაიხსნა, რაც მომხმარებლებს მისცემს მეტ დროს და მეტ არჩევანს სასურველი პროდუქციის შესაძენად.
საშობაოდ საყიდლების გასაკეთებლად მომხმარებლებს დღეს, 23 დეკემბერს და ხვალ 24 დეკემბერს შეუძლიათ გასვლა.
იხილეთ სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების მუშაობის განრიგი:
23/12/2025 09:00-21:00
24/12/2025 09:00-18:00
25/12/2025 – ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი დაიკეტება
26/12/2025 ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი დაიკეტება
27/12/2025 09:00-18:00
28/12/2025 11:00-18:00
29/12/2025 09:00-21:00
30/12/2025 09:00-21:00
31/12/2025 09:00-18:00
01/01/2026 – ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი დაიკეტება
02/01/2026 – ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი დაიკეტება.
იმავე განრიგით იმუშავებენ მაღაზიები პირეაზეც.
