Latest news
პატრა: მატარებელი ავტომანქანას შეეჯახა - ავტომანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა საცობები დედაქალაქის ქუჩებში 15 იანვრიდან სატრანსპორტო საშუალებებში ბილეთის ნაცვლად საბანკო ბარათით გადახდაც იქნება შესაძლებელი ირაკლიო: ვრცელდება ვიდეო, რომელიც მანქანის ამოტრიალების მომენტს ასახავს ზაკინთო: ძლიერი წვიმების შედეგად ისტორიული მნიშვნელობის ბიბლიოთეკა დაიტბორა ლარისა: უამინდობის გამო ელასონასა და ტემბიში სკოლები დაკეტილია მესინია: სტიქიის შედეგად განადგურებულ კიტრიესში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ხანია: კირიაკოს მიცოტაკის მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე პოლიციის თანამშრომლები გაათავისუფლე... სალონიკი: პოლიციამ დააკავა 41 წლის კაცი, რომელმაც შვილს და მეუღლეს სკამი ესროლა ზამთრის მოცურავეთა ასოციაციამ სანაპიროზე ვასილოპიტა გაჭრეს
ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025
Uncategorizedსაბერძნეთი

27 ოქტომბერს საათები ზამთრის დროზე გადაიწევა

27 ოქტომბერს საათები ზამთრის დროზე გადაიწევა

ზამთრის მოახლოვებასთან ერთად ოქტომბრის ბოლო კვირას საათი 1 საათით უკან გადაიწევს.

საათების შეცვლა ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს, 27 ოქტომბერს გამთენიისას მოუწევს საბერძნეთის მოსახლეობას. შესაბამისად ჩვენი საათები გამთენიის 04:00 საათის ნაცვალდ 03:00 საათს უჩვენებენ.

აღნიშნული ფენომენი საშუალებას გვაძლევს 1 საათით მეტი გვეძინოს.

მსოფლიო საზოგადოება დღემდე კამათობს საჭიროა თუ არა დროის გადაწევა. საათის ისრის გადაწევის მომხრეები აღნიშავენ, რომ ეს მოქმედება დღის სინათლის რაციონალურად გამოყენების საშუალებას და ენერგორესურსების ეკონომიის შესაძლებლობას იძლევა. ამ იდეის მოწინააღმდეგეები კი ამტკიცებენ, რომ სიმამდვილეში არანაირი ეკონომია არ ხდება. უფრო მეტიც, მათი აზრით საათის ისრის გადაწევა დამატებით ხარჯებს იწვევს, რადგან უნდა გადაიწიოს არამხოლოდ საათი, არამედ სხვა მოწყოვილებები, მაგ. ელექტროენერგიის მრიცხველები და ა.შ.

თუმცა ყველაზე დიდი კამათი სამედიცინო წრეებში მიდის, რადგან ზოგიერთი ექიმის აზრით დროით მანიპულაცია ორგანიზმის ბიორიტმზე ნეგატიურად აისახება. 

საათის ისრის გადაწევა ადამიანებმა დღის სინათლის რაციონალური გამოყენებისა და ამავდროულად ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით დაიწყეს, რისი საჭიროებაც პირველი მსოფლიო ომის დროს გაჩნდა, რადგან საომარი მოქმედებები დიდ ხარჯებს მოითხოვდა. 

დღემდე საათის ისარს მსოფლიოს 81 ქვეყანა წევს, რომელთა შორისაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა შედის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *