27 წლის ეგვიპტის მოქალაქე აცხადებს, რომ შვილის თანდასწრებით მარიხუანა არ მოუწევია
27 წლის ეგვიპტის მოქალაქე აცხადებს, რომ შვილის თანდასწრებით მარიხუანა არ მოუწევია
ხუთშაბათისთვის გადაიდო 27 წლის ეგვიპტელის სასამართლო პროცესი, რომელსაც ბრალად 1 წლის შვილის გვერდით ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება ედება, რამაც ბავშვის ინტოქსიკაცია გამოიწვია.
სასწაულებრივად გადაურჩა პატარა გოგონა გულის შეტევას. სწორედ ამიტომ ექიმებმა ბავშვის საავადმყოფოში მიყვანისთანავე მისი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დაწვენის გადაწყვეტილება მიიღეს.
ბრალდებულის სასამართლო პროცესი არასრულწლოვნის სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი გარემოს შექმნის, ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა გამოყენებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობისთვის დღეს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა სასამარლომ საჭიროდ ჩათვალა დაკავებულის მეუღლის ჩვენების მიღება და ასევე ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა, გამომდინარე აქედან სასამართლო პროცესი 16 ოქტომბრისთვის გადაიდო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მისი შვილის თანდასწრებით ნარკოტიკული ნივთიერება არ მიუღია.
