29 ნოემბერი დიდი ფასდაკლებების დღეა
29 ნოემბერი დიდი ფასდაკლებების დღეა
ნოემბრის თვის ბოლო პარასკევი შავი პარასკევის სახელითაა ცნობილი იმ მასშტაბური ფასდაკლებების და აქციების გამო, რომლებსაც ყოველ წელს გვთავაზობს მრავალი მაღაზია.
სულ რაღაც 4 დღეა დარჩენილი შავ პარასკევამდე.
საბერძნეთის მოსახლეობა მოუთმენლად ელის დიდი ფასდაკლებების პერიოდის მოახლოვებას, რათა შეღავათიან ფასებში შეძლოს სასურველი შენაძენების გაკეთება.
2024 წელს შავი პარასკევი 29 ნოემბერს იქნება, ხოლო Cyber ორშაბათი, რომელიც ასევე დიდ ფასდაკლებებს სთავაზობს ინტერნეტ შოპინგის მოყვარულებს, 2 დეკემბერს.
თუმცა შავი პარასკევის ფასდაკლების პერიოდისთვის მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები კვირას, 1 დეკემბერსაც იმუშავებენ.
ათენის სავაჭრო ასოციაციის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განაცხადის თანახმად სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები დეკემბრის ყველა კვირა დღეს იმუშავებენ 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე გარდა 8 დეკემბრისა.
ავი პარაკსევი მადლიერების დღის მეორე დღეს იმართება ყოველ წელს აშშ-ში. ეს დღე ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად და ზოგიერთ შტატში დასვენების დღედაც კი ითვლება. ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გამოიყენეს გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად, მადლიერების დღის მეორე დღეს.