3 დღიანი უქმეები: მოწმენდილი ცა და მზიანი ამინდი
3 დღიანი უქმეები: მოწმენდილი ცა და მზიანი ამინდი
უქმეების ქალაქგარეთ გასატარებლად საბერძნეთის მოსახლეობამ დედაქალაქის დატოვება დღეს დილიდან დაიწყო. პორტები სავსეა ჩემოდნებითა და სამგზავრო ჩანთებით დატვირთული მოგზაურებით, რომლებიც ცდილობენ უეცრად ჩამოწოლილ სიცხეს პირველივე შესაძლებლობის ხელში ჩაგდების თანავე თავი გაარიდონ.
სულთმოფენობასთან დაკავშირებული 3 დღიან უქმეებს ნამდვილი საზაფხულო ამინდი ემთხვევა. ამჯერად უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუნებამ ნამდვილად გაიღვიძა და ამას მაღალი ტემპერატურაც მოწმობს.
შაბათ-კვირას 7 და 8 ივნისს ბარომეტრი 38 გრადუსამდე მიაღწევს, ატმოსფეროში ნალექის რაოდენობა კი 0-ს გაუტოლდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მაღალი ტემპერატურა მთელი ივნისის განმავლობაში შენარჩუნდება.
Facebook Comments Box
