Latest news
დღეს ΟΑΚΑ-ს სცენაზე ლეგენდარული ჯგუფი Metallica იმღერებს მეტრო და ავტობუსები დღეს განსხვავებული განრიგით გადაადგილდებიან 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა ავიაკომპანია Ryanair-ი საბერძნეთის სახელმწიფოსგან საგადასახადო დავალიანების გაყინვას ითხოვს დღეს და ხვალ ათენში საერთაშორისო ველორბოლა გაიმართება ლეფკადა: რომ გვცოდნოდა, რომ დრონზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ხელს არ მოვკიდებდით -... ოლიმპია კირიკუს გაუჩინარებიდან 30 წელი გავიდა Ryanair-ის კომერციული დირექტორი განცხადებას აქვეყნებს 9 მაისს დაგეგმილი Metallica-ს კონცერტზე დასასწრებად მსენელთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრ... რომელი გზები გადაიკეტება 9 და 10 მაისს საბერძნეთში საერთაშორისო ველორბოლის ფარგლებში
კვირა, მაისი 10, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

3 თვის განმავლობაში წვავდნენ და კბენდნენ 10 თვის ბავშვს

3 თვის განმავლობაში წვავდნენ და კბენდნენ 10 თვის ბავშვს

9 აპრილიდან დროებითი დაკავების საკანში არიან მოთავსებულები 10 თვის ბავშვის დედა და მისი პარტნიორი, რომლებსაც ბავშვის წამებაში ედებათ ბრალი.

გამოძიება ვარაუდობს, რომ სწორედ ბავშვის დედის პარტნიორი წვავდა და კბენდა ჩვილს.

წინასწარ პატიმრობაში დატოვების განკარგულება ექსპერტების დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გაიცა, რომლის თანახმადაც გოგონას აღენიშნება ადამიანის მიერ მიყენებული დაზიანებები: დამწვრობები სხეულის არეში და ნაკბენები.

patrisnews.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჩვილს 40-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნება. დამწვრობები კი სიგარეტით აქვს მიყენებული.

ბავშვის დედამ განაცხადა, რომ მისი გაჩუმების მიზეზი შიში გახდა. სწორედ ამიტომ არ შეიტანა საჩივარი, რადგან ეშინოდა მისი პარტნიორის. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *