3 წლის ბავშვი სახლიდან გაიპარა – დაკარგული ბიჭი პოლიციელებმა იპოვეს
3 წლის ბავშვი სახლიდან გაიპარა – დაკარგული ბიჭი პოლიციელებმა იპოვეს
3,5 წლის ბავშვი მარტო გადაადგილდებოდა ლასითიუს გზაზე მანამ, სადამ პოლიციამ არ შენიშნა და განყოფილებაში არ გადაიყვანა.
creta24 – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არასრულწლოვანი დედას სახლიდან მაშინ გამოეპარა, როცა სამსახურიდან დაბრუნებული საჭმელზე ამზადებდა. 3 წლის ბიჭმა კარი გააღო და სახლიდან გაუჩინარდა. როგორც კი დედამ შენიშნა, რომ მისი შვილი სახლში არ იყო გარეთ გავიდა, რომ მოეძებნა, თუმცა ქუჩაში უშედეგო ძებნის შემდეგ მიმართა პოლიციას დასახმარებლად. როდესაც პოლიციის შენობაში შევიდა, რომ განცხადება გაეკეთებინა დაინახა, რომ მისი შვილი პოლიციელებთანნ ერთად თამაშობდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დედა წარმოშობით ალბანეთიდან არის და კიდევ ორი შვილი ჰყავს, რომლებსაც მარტო ზრდის.