3 წლის ბიჭუნას ფილტვებს 37 წლის კაცს გადაუნერგავენ
3 წლის ბიჭუნას ფილტვებს 37 წლის კაცს გადაუნერგავენ
3 წლის ანგელოს ბებიის გადაწყვეტილებით პატარა ბიჭუნა ორგანოების დონორი გახდება. ბიჭუნას თირკმელების გადანერგვის ოპერაცია, დღეს საღამოს არის დაგეგმილი და სალონიკში, იპოკრატიოს საავადმყოფოში ჩატარდება. თორკმელებს 37 წლის ბიჭს გადაუნერგავენ, რომელიც ბოლო 17 წელია დიალიზზეა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდა კაცი პირველი არის მომლოდინეთა სიაში და ამ დრომდე ძალიან რთული იყო მისთვის დონორის პოვნა მის ორგანიზმში ჭარბი ოდენობით არსებული ანტისხეულების გამო.
შეგახსენებთ, რომ ბიჭუნას დონორთა სიაში შესვლის გადაწყვეტილებმა მისმა ბებიამ მიიღო.
ბიჭუნას ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა, მაგრამ სამწუხაროდ მისი ტვინი საერთოდ აღარ ავლენდა აქტივობის ნიშნებს.
უკვე შაბათიდან იყო ინფორმირებული 3 წლის ბიჭის ოჯახი, რომ ის ტვინით მკვდარია და გამომდინარე აქედან ბებიამ, რომელსაც სასამართლომ ბიჭუნას მეურვეობა მიანიჭა, მიიღო გადაწყვეტილება ბიჭუნას ორგანოები კეთილი საქმისთვის დაეთმო.