34 წლის კაცი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა
34 წლის კაცი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მძიმედ დაშავდა 34 წლის კაცი, რომელიც პაპანიკოლაუს საავადმყოფოში მოათავსეს.
უბედური შემთხვევა დღეს, 4 ივნისს, დილით სინდუს სამრეწველო უბანში მოხდა.
სალონიკის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დილის 07:50 საათზე 34 წლის მუშას ამწეს კაუჭი დაეცა, ხელსაწყოს სიმძიმემ და სიმაღლიდან ვარდნამ მუშას მძიმე დაზიანებები მიაყენა.
ამ დრომდე უცნობია პრესისთვის დაშავებულის სიცოცხლეს ემუქრება თუ არა საფრთხე.
Facebook Comments Box
