Latest news
2026 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტების სია უკვე გამოქვეყნდა სამუდამო პატიმრობა შეეფარდა 40 წლის კაცს, 13 წლის გოგონას არაერთგზის გაუპატიურებისთვის  ტაქსის მძღოლები გაფიცვას აგრძელებენ გამოძიება ვარაუდობს რომ 16 წლის ლორა პანეპისტიმიუპოლთან ახლოს არის საჯარო მოსმენაზე გამოტანილია ახალი კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს კოლექტიური ხელშეკრულებების გა... კარისტიანუ: პარტია ტემბის ტრაგედიას მანიპულაციის იარაღად არ აქცევს სიკინოსის მუნიციპალიტეტი 2026 წლიდან ყოველ ახალშობილზე 3 000 ევროს დახმარებას გასცემს კუნძული ნაქსოსი 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სიაში მოხვდა სალონიკი: პაციენტმა ექიმს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი ჰკრა 16 წლის ლორას ამ დრომდე ეძებენ
ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

36 წლის კაცი საკუთარი შვილის თვალწინ სცემეს

36 წლის კაცი საკუთარი შვილის თვალწინ სცემეს

დაბალი სიჩქარით გადაადგილება და შუქნიშნის წითელ შუქზე გაჩერება აღმოჩნდა მიზეზი 36 წლის კაცზე საკუთარი შვილის თვალწინ თავდასხმისა.

thestival.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავდამსხმელებმა ჩათვალეს, რომ 36 წლის მძღოლი დაბალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და მათ აყოვნებდა გზაზე.

აღნიშნული შემთხვევა 28 აპრილს, შუადღის 14:00 საათზე ვასილისის ოლღას და სინდიკას ქუჩების კვეთაზე, სალონიკში მოხდა.

ვიდეო მასალაში აღბეჭდილია თავდასხმის მომენტი. თავდამსხმელებმა 36 წლის მძღოლის ავტომანქანის სარკე ჩაამტვრიეს, შემდეგ ფანჯარას დაარტყეს, მძღოლი ავტომანქანიდან გადმოიყვანეს და ცემა დაუწყეს. საწყის ეტაპზე მანქანას 1 თავდამსხმელი მიუახლოვდა, ხოლო შემდეგ კიდევ 3 პირი გამოჩნდა ვიდეო კადრებში. 

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე შეძლეს 2 თავდამსხმელის ვინაობის დადგენა.

დაშავებულს დაზიანებები მიყენებული აქვს თავისა და სხეულის არეში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *