39 წლის კაცმა აღიარა რომ ცოლი მოკლა და მის ცხედარს 7 დღე სხვენში ინახავდა
39 წლის კაცმა აღიარა რომ ცოლი მოკლა და მის ცხედარს 7 დღე სხვენში ინახავდა
ხუთშაბათს 20:00 საათზე პოლიციამ 39 წლის კაცი დააკავა, რომელმაც დაკითხვაზე აღიარა, რომ საკუთარი ცოლი მოკლა და მის ცხედარს 7 დღის განმავლობაში სახლის სხვენში ინახავდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებული წარმოშობით ალბანეთიდან არის. ის თვითონ დაუკავშირდა პოლიციას იმავე დღის საღამოს და განაცხადა, რომ საკუთარი ცოლი ჩაქუჩით მოკლა და სხვენში დამალა.
სახლში მძაფრი სუნი და სხვენში შავი პოლიეთილენის პარკები დახვდა პოლიციას.
მკვლელობის მიზეზად კაცმა ეჭვიანობა დაასახელა. დაკითხვისას განაცხადა, რომ ცოლს ჯერ ჩაქუჩი ჩაარტყა და შემდეგ დაახრჩო.
Facebook Comments Box